,,ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა” - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ასავალ-დასაგვალტან” განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს და საქართველომაც თავისებურად უნდა მოაგვაროს.
„რაზე დგას ქართული სახელმწიფო? ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მჯერა და მწამს, რომ მხოლოდ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი.. ამდენად, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა ბირაკლი რარიბაშვილმა.