საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-ე კმ-დან 8 ადგილზე წვიმების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები. ასევე, ამავე გზის 92-ე კმ-ზე ჩამოსულია მეწყერი და 99-ე კმ-ზე გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე, მოძრაობა ჩაკეტილია. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის აღდგება.