ფესტივალი "არტ–გენი 2015" რეგიონული ტურნეთი გაიხსნა. პირველი ღონისძიებები სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმის ეზოში ჩატარდა, სადაც მოეწყო ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და „შავფაროსნების“ წარმოდგენა. 5 ივლისს ფესტივალი დაბა სურამში, ბაიანთ-ხევის ტყე–პარკში გადაინაცვლებს. წელს ფესტივალის მთავარი თემაა ბიბლიოთეკა და წიგნი. 3 ივლისს ფესტივალი „არტ-გენის“ ორგანიზატორებსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება და ფესტივალის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყობა. „არტ-გენის“ დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 19-26 ივლისს გაიმართება.