პარლამენტში უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებზე იმსჯელებენ. დეპუტატები საკითხს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასა და უსაფრთხოების სამსახურის ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. დეპუტატები ასევე პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. მიუხედავად იმისა, რომ საგაზაფხულო სესია დასრულდა, დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსხურისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველწლიური ანგარიშები აქვთ მოსასმენი. შესაბამისად, პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე ფორმატს განაგრძობს.