პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა იწყება. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. დოკუმენტის მიხედვით სამინისტროების დაფინანსება 70 მილიონი ლარით მცირდება. ერთადერთი უწყება, რომელსაც ბიუჯეტი კორექტირება არ შეეხო, ჯანდაცვის სამინისტროა. წელს საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტს 200 მილიონი ლარით შეეკვეცება. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-დან 2%-მდე შემცირდა.