თურქეთში გეი-აღლუმი დაარბიეს. ლგბტ აქტივისტთა დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გეი აქტივისტებმა ტაქსიმის მოედანზე პრეზიდენტ ერდოგანის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოიტანეს და ქვეყნის პირველი პირი ფაშიზმში დაადანაშაულეს. ჰომოსექსუალიზმი თურქეთში დანაშაულად არ ითვლებს და ხელისუფლება ყოველწლიური გეი-ათლუმების ჩატარებას ხელს არ უშლის, თუმცა წლევანდელი აღლუმი რამადანის თვეს დაემთხვა, რის გამოც ჰომოჰობიურმა განწყობამ იმატა.