რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ეგიდით, გაიმართება კონფერენცია პროექტზე "გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. პროექტს ახორციელებს ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინში, ასევე საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
ღონისძიება პარლამენტში 29 ივნისისთვისაა დაგეგმილი.