საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყეს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. მისი დასრულების შედეგად თერჯოლაში მცხოვრები 1600 ოჯახი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე მისი მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 29 კმ. სამუშაოები 2016 წელს დასრულდება.