"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს პროექტის მეორე მოსმენით განხილვაში უშუალოდ ჩაერთონ. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტში საკითხის განხილვისას გააკეთა,
,,ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგებლეთან გიორგი აბაშიშვილთან და საპარლამენტო მდივანთან. პირველი მოსმენით გაზიარებულია შენიშვნები, რომელიც წარმოდგენილი პროექტის კრიტიკის საგანი იყო. მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს და მის მრჩეველს ბატონ აბაშიშვილს: - შენიშვნები, ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება შეფასებულიყო როგორც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, ყველაფერი ეს გავიაროთ. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, მეორე მოსმენით განხილვისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობდნენ და საკითხები მუხლობრივად განვიხილოთ. მზად ვართ, შევცვალოთ დებულებები, რომელზეც დასაბუთებული შენიშვნები იქნება", - აღნიშნა ებანოიძემ.
საკანონმდებლო ცვლილებით, ეროვნული ბანკი საზედამხედველო ფუნქციას კარგავს.