ტელევიზიების მფლობელების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მათი ფინანსური გამჭვირვალობის მხრივ ვითარების გაუმჯობესება გრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2014 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება.
"ივნისის თვის ანგარიშში - მედია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე - IREX-ი აღნიშნავს, რომ მედიამფლობელების შესახებ გამჭვირვალობის მხრივ არსებული ვითარება გაუმჯობესდა, პოლიტიკური კოტროლი მედიაზე კი შემცირდა", - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია, რომ 2014 წლის განმავლობაში პოლიციის მიერ ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის და მათთვის ვიდეოკამერების ჩამორთმევის შემთხვევები არ ყოფილა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს არ ყოფილა მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხიდან სარედაქციო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შემთხვევები.