ხვალ, 27 ივნისს 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მართლმსაჯულების სახლში საქართველოს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სამწლიანი მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ.
არასამთვრობოების ინფორმაციით, ანგარიშში შეჯამებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა დანიშვნის, მივლინების, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების და სხვა საკითხები 2012-2014 წლებში.