აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში ეველიან ფარკასი ,,ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ეველიან ფარკასის განმარტებით, მათი მიზანია საქართველო მეტად დაწინაურდეს ალიანსის ინტეგრაციის გზაზე და ნატოსთვის კიდევ უფრო ძლიერი კანდიდატი გახდეს.
,,საქართველოსთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. გასულ წელს საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რაც მიმდინარე თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებს მოიცავს. ჩვენი მიზანია საქართველო მეტად დაწინაურდეს და ნატოსთვის კიდევ უფრო ძლიერი კანდიდატი გახდეს“- აცხადებს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში ეველიან ფარკასი.