ბათუმის ცენტრში რკინის ჯიხურები აღარ იმუშავებს. ნავსადგურის ტერიტორიიდან ჯიხურები გუშინ გაიტანეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ გვიან ღამით მიიღო. დემონტაჟის პროცესს ხმაური და მოვაჭრეთა პროტესტი მოყვა. ისინი ჯიხურების ძველ ტერიტორიაზე გადატანას აპროტესტებდნენ. რა გახდა ბათუმის ცენტრში ჯიხურების მონტაჟისა და შემდეგ დემონტაჟის მიზეზი, ამის შესახებ ოფიციალურ განმარტებას ქალაქის მერია დღეს გააკეთებს.