საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ მისი ფრაქცია საბანკო ზედამხედველობის სამსახურის სსიპ-ად ჩამოყალიბებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა „2030“-ის ეთერსი განაცხადა. მისი თქმით, „ამ ეტაპზე ექსპერიმენტები ამ სფეროს არ სჭირდება“.
„ჩვენი ფრაქცია მხარს ვერ დაუჭერს ასეთ ცვლილებებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ მხოლოდ ამ საკითხის მოხსნას დღის წესრიგიდან, რადგანაც სხვანაირად სერიოზული პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას და დღეს საქართველოში არ არის ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ჩვენ დამატებითი პრობლემები შევქმნათ ეკომომიკაში და ინვესტორები გარკვეულ წილად ამითი დავაფრთხოთ. ამ ეტაპზე ექსპერიმენტები ამ სფეროს ნამდვილად არ სჭირდება“, - განაცხადა პარლამენტარმა.