ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის დევნილ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს, ბრალი წაუყენა.
ქვეყნის ექს-პრეზიდენტს ბრალი დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით და 304-ე მუხლით განესაზღვრა, რაც მასობრივ მკვლელობასა და თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტებას ითვალისწინებს.
ამის პარალელურად, ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ მინსკს, სადაც ახლა ბაკიევი იმყოფება, ჩამოგდებული პრეზიდენტის ექსტრადირება მოსთხოვა.
დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის აზიმბეკ ბეკნაზაროვის განცხადებით, ექსტრადიციის შესახებ დეკრეტი უკვე მიღებულია და დღეს დოკუმენტს დროებითი მთავრობის თავმჯდომარე მოაწერს ხელს.
როგორც ცნობილია, ყირგიზეთში შეტაკებებისას 79 ადამიანი დაიღუპა, 1500 კი დაიჭრა. პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა თავი ბელორუსს შეაფარა.