დეპუტატები თსუ-ს ყოფილი რექტორის როინ მეტრეველის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. განათლების კომიტეტის სხდომაზე "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, ,,ნაციონალმა” დეპუტატმა სერგო რატიანმა უმრავლესობას მეტრეველის აკადემიაში დაბრუნების გამო უსაყვედურა.
"როინ მეტრეველი მოიყვანეთ თქვენ უკან აკადემიაში. რაზეა აქ საუბარი. ხდებოდა ეს განათლების სიტემაში, სადაც 50 მილიონი ქრთამის სახით ტრიალებდა და ეს წინა ხელისუფლების დროს მოისპო. ამ დროს იქ როინ მეტრეველი იყო ხელმძღვანელი", - აღნიშნა რატიანმა.
დეპუტატის განცხადებას უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როინ მეტრეველის განათლების დონეს ,,ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა აკრიტიკებდეს
"ჭაობში თქვენ დაწიეთ ქვეყანა და გაანადგურეთ. ხალხი დახოცეთ. როინ მეტრეველის განათლებამდე ვერასოდეს მიხვალთ. დემაგოგიამდე მიდიხართ ახლა კომიტეტის სხდომაზე. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". ქვეყნიდან გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტის ხალხი გყავდათ ხელისფლებაში. გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტია თქვენი ლიდერი. ნუ არღვევ ატმოსფეროს და ჯობია კანონზე ილაპარაკო", - მიმართა პაპუაშვილმა რატიანს, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.