საარჩევნო სიებში გენდერული თანასწორობა პარტიებისთვის შესაძლოა ფინანსურ ინტერესადაც იქცეს. დეპუტატ ნანა ყეენიშვილის ინიციატივით, პარტიები ვალდებულები უნდა იყვნენ პარტიული სიები ისე დააკომპლექტონ, რომ ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. Kყეინიშვილმა ამას გარდა კიდევ ერთი კანონპროექტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წევრი ეყოლება, წახალისების მიზნით დაფინანსების ოდენობის 50 პროცენტს დამატებით მიიღებს.