ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რომ ჯანდაცვაზე მხოლოდ 700 მილიონი ლარი იხარჯება, უწყების დანარჩენი ბიუჯეტი პენსიებზე ნაწილდება. როგორც მინისტრმა „2030“-ის ეთერში განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2% იხარჯება.
„ბოლო ხანებში ჯანდაცვას აბრალებდნენ ეკონომიკურ კრიზისს და რომ მასში უამრავი თანხა იხარჯება. მადლობელი ვარ ჩვენი პერტნიორების, რომელნიც ნათლად წარმოაჩინეს, რომ ჩვენ შევძელით საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2%-ით. ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ბიუჯეტის   ლომისწილი პენსიებს უკავია, ხოლო ჯანდაცვაზე იმ 2.7 მილიარდი ლარიდან იხარჯება სულ  700 მლნ, რაც სამინისტროს მთლიან  ბიუჯეტს წარმოადგენს“, - განცხადა მინისტრმა.