პაკისტანში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ანომალურმა სიცხემ ქვეყანაში 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე რთული მდგომარეობა ყარაჩის პროვინციაშია შექმნილი, სადაც ადგილობრივ კლინიკებს ყოველდღიურად ათობით ადამიანი მიმართავს. ჰაერის ტემპერატურა ყარაჩიში 45 გრადუსს აჭარბებს.