„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს გააქტიურდეს და ყოველდღიურ რეჟიმში მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სტიქიის ზონაში ეპიდემიის საფრთხე. ასევე, როგორია სანიტარული მდგომარეობა.
„ჯანდაცვის სამინისტროს პასიურობა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხებში დაგვიანებით ჩართვა, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა მთავრობის არაკომპეტენტურობისა და არაკოორდინირებულობის. ჩვენ დღესაც ვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახე, გვეუქრება თუ არა საშიშროება სტიქიის ზონიდან, სადაც ნაგავმა და ნაშალმა მასალამ მოიყარა თავი”, _განაცახდა ჟურნალისტებთან ჭიაბერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სამინისტრო ვალდებულია იყოს უფრო აქტიური და არ უნდა ელოდებოდეს როდის გამოჩნდება პრობლემა და მოიტანს სავალალო შედგებს.