"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ სტიქიის დღეს, აშშ-ში საქართველოს ელჩის ნიაგარას ჩანჩქერებზე დასასვენებლად გამგზავრების ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ სახელმწიფო აპარატში უმძიმესი ვითარებაა.
"თუ ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება მანიშნებელი, რომ ივანიშვილის მთავრობას არ აქვს გაცნობიერებული რისთვის აირჩიეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ყოველდღიურ შრომას და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ასეთი განსაცდელის წინაშე." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა.