მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებულ 18 მილიონიან სესხს დედაქალაქის მთავრობა გზების რეაბილიტაციას მოახმარებს. ამის შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა.
,,18 მილიონი ლარი დამატებით წამოვიღეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან. ეს თანხა სრულად მოხმარდება დედაქალაქში 40-მდე ქუჩის აღდგენის სამუშაოებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებლით გზის აღდგენითი სამუშაოები.
„მაქსიმალური ტემპი უნდა გვქონდეს ამ სამუშაოების, რათა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზისკენ მოძრაობა აღვადგინოთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.