თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცალკეულ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოუწოდა მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია, ვიდრე გაავრცელებენ.
,,მოვუწოდებ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ მედიასაშუალებებს, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია, ვიდრე ამ ინფორმაციას გამოიყენებენ. ეს ეხება ცალკეულ ისეთ განსაკუთრებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ არის შექმნილი და ცდილობენ მაქსიმალურად დეზინფორმაციის გავრცელებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.მისივე თქმით, სტიქიის დროს ვერეს ხეობასთან რამდენიმე ადგილას კომპანია GWP-ის საკუთრებაში არსებული გამწმენდი ნაგებობა დაზიანდა, თუმცა მათ მოხალისეებთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია.