ცოფი ქედაში. დაავადებამ სოფელ ბზუბზუში ძაღლი იმსხვერპლა. ცხოველის საეჭვო სიმპტომების გამო, ღოღობერიძეების ოჯახმა სურსათის ეროვნულის სააგენტოს ქედის წარმომადგენელს კვირას შეატყობინა.
ლაბორატორიის დასკვნით შინაური ცხოველი ცოფით იყო ინფიცირებული. პრევენციის მიზნით, ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა ვაქცინაცია. აიცრება სოფლის ყველა შინაური ცხოველი. ქედაში წელს ცოფის ეს უკვე მეორე შემთხვევა.