არგენტინა და საქართველო უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ. დოკუმენტი არგენტინაში თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის დროს გაფორმდა. შეთანხმება ორდინალური პასპორტების მქონე საქართველოსა და არგენტინის მოქალაქეებისათვის იმოქმედებს. დოკუმენტს ხელი ბუენოს-აირესში მოაწერეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ურუგვაისა და ჩილესაც ეწვევა, სადაც ასევე ხელი მოეწერება უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.