უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინის რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირში შესვლა შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინული პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეისთვის რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, რადგან ეკონომიკური პრინციპები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ რამდენიმე წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება და თავისი ეკონომიკური პოლიტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დაუკავშირა.