ბერლინი მხარს უჭერს საბერძნეთის ეკონომიკის დახმარების გეგმას, თუ საბერძნეთი რიგ ხისტ პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ ~ბიბისის~ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია მზადაა ევროპული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გააკეთოს ყველაფერი, რაც მასზეა დამოკიდებული. ამის საპასუხოდ, კი საბრძნეთი ~ხისტი ზომების~ შემოსაღებად უნდა იყოს მზად.
~თუ საბრძნეთი მზადაა მიიღოს ხისტი ზომები არამარტო ერთი, არამედ რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს ევროს სტაბულირობა ვუზრუნველყოთ, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია~, - განაცხადა მერკელმა.
მას არ აუკონკრეტებია რა სახის ~ხისტ ზომებზეა~ საუბარი, თუმცა, უარყო საბრძნეთის ევროზონიდან გარიცხვის შესაძლებლობაზე გავრცელებული ინფორმაცია.
იმ პირობებს შორის, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფო ხარჯებზე ხისტი კონტროლის დაწესება და შრომის კანონმდებლობის რეფორმაა.
საბერძნეთის დახმარების პაკეტი, ევროზონის ქვეყნების მხრიდან 30 მლრდ ევროს კრედიტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კი, 10 მლრდ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
საბერძნეთმა პირველი ტრანში მიმდინარე წლის 19 მაისამდე უნდა მიიღოს, რადგან ამ დროისთვის ქვეყანას 11 მლრდ დოლარის ვალის გასტუმრება უწევს.