ბათუმელები სკვერში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. აქცია აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გასხვისებული და ინვესტორის მიერ შემოღობილ სკვერთან რიგითი ბათუმელები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი “ჯი ეს გრუპის” მიერ დაგეგმილი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის საკრებულომ გადასცა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მწვანე ზოლს სკვერის სტატუსი არ აქვს და მის ათვისებას კანონი არ კრძალავს.