სოფელ ფონაში ასფალტის ქარხნის მუშამ დამწვრობა სახის არეში იმ დროს მიიღო, როცა ის მდინარიდან ქვიშის ამოღების სამუშაოს ასრულებდა. თვითმხილველების თქმით, ტექნიკას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. დაშავებული ლაგოდეხის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში მეორე ხარისხის დამწვრობით გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო -სამაშველო სამსახურები და პოლიცია იყო მობილიზებული.