მაღალმთიანი რეგიონების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გაგრძელდება. საკითხზე საფინანსო საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის და რეგიონული თვითთმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტის მთავარი მიზანი მთაში მოსახლეობის შენარჩუნებაა. წესდება სხვადასხვა სახის შეღავათი. წახალისდებიან პედაგოგები და ექიმები. ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილს კი სახელმწიფო დაფარავს. შეღავათებია სამშობიარო ხარჯების კუთხითაც. ინიციატივა მეწარმეობის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესი 10 წლით მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება.