იულია ტიმოშენკო ოპოზიციის მომხრეებს 11 მაისს რადის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. ტიმოშენკოს თქმით, აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა შავი ზღვის ფლოტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების დენონსაცია ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.
"დღეიდან ისინი (დეპუტატები) უმაღლეს რადას დახურავენ, მათ არ სურთ, რომ რადამ იმუშაოს 11 მაისამდეც კი.. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ უკრაინის შემოვლას, იმისათვის, რათა ადამიანები, რომლებიც მზად არიან უკრაინის გულისათვის ფეხზე დადგნენ და მას მხარი დაუჭიროს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში აქ 11 მაისს შეიკრიბნენ. 11 მაისს კი როდესაც მოღალატეები უმაღლეს რადაში შესვლას დაიწყებენ, მათ არ უნდა მიეცეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება და მათი მოთხოვნა უკნა იყოს, რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გაუქმება", _ განაცხადა ტიმოშენკომ მიტინგზე.
"მინდა რომ სწორედ ამ დღიდან, მაშინ როდესაც იანუკოვიჩმა და მისმა გარემოცვამ უკრაინის წინააღმდეგ გეგმები განახორციელეს დაიწყოს საზოგადოებრივი მოძრაობა", _ აცხადებს ტიმოშენკო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლეს რადასთან აქცია გრძელდება.