თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წყლულეთთან მისასვლელ გზაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დაიწყება. დაზიანებულია სოფელთან მისასვლელი გზა და წყალგამტარი მილები. ვითარება ადგილზე შეისწავლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა. აღდგენით სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია განახორციელებს.