საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერია ვერ წარადგენს ალტერნატიულ სატრანსპორტო გეგმას, მთავრობა იძულებული იქნება დროებით აღადგინოს არსებული ვაკე-საბურთალოს „ახალი“ გზა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „რეაქცია“-ში განაცხადა.
„თუ ალტერნატიულ სატრანსპორტო გეგმას მერია ვერ წარადგენს (ფიზიკურად ეს შეიძლება ვერ მოხერხდეს), იძულებულნი ვიქნებით, რომ არსებული გზა დროებით აღვადგინოთ, - განაცხადა პრემიერმა და დაამატა: სექტემბრამდე უნდა მოვასწროთ.“