საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტიქიით დაზარალებულ ყველა ოჯახს მთავრობა უზრუნველყობს საცხოვრებელი ბინებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია.
„ყველა დაზარალებულ ოჯახს ვუზრუნველყობთ საცხოვრებელი ბინებით და არც ერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ამის აღსრულება დაწყებული გვაქვს. განსახლების გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო, მიწის რამდენიმე ვარიანტი გამოყოფილია. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ფინანსების მობილიზებაზე: დონორებთან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, ევროკავშირთან, საიდანაც 3 მილიონი ტრანშის სახით უკვე მივიღეთ. მინდა დაზარალებულები დავამშვიდო: ამ მიმართულებით არავითარი სანერვიულო არ აქვთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, განსახლების საკითხის გადაწყვეტისას ყველა ცალკეულ შემთხვევაში იქნება გამოყენებული ინდივიდუალური მიდგომა.