საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ თამაზ ელისბარაშვილს ძაღლების თავშესაფრის მოსაწყობად ალტერნატიული ფართი გამოუყო „აფრიკის“ დასახლებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, ყველა საჭირო კომუნიკაცია უკვე გაყვანილია.
„გუშინწინ ეკონომიკის მინისტრმა უკვე გამოუყო ძაღლების თავშესაფრისთვის სხვა ფართი აფრიკის დასახლებაში, დენიც გავუყვანეთ და, რაც იყო გასაკეთებელი, ყველაფერი გავაკეთეთ“, - განაცხადა პრემიერმა.