საქართველოს პრეზიდენტი ბრატისლავაში შეხვედრებს მართავს. კონფერენციაზე გამართულ შეხვედრაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკიმ, საქართველოს მხრიდან „საშიანო დავალების“ შესრულებაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვიჭირდება ორი რამ-საქართველომ უნდა შეასრულოს"საშიანო დავალება" ამ კუთხით პრობლემებს ნამდვილად ვერ ვხედავ, რადგან რასაც საქართველო აკეთებს, დამაჯერებელია. მეორე საკითხი ჩვენ გვეხება, უარი არ უნდა ვთქვათ საკუთარ ვალდებულებებზე, როდესაც საქმე ღია პოლიტიკას ეხება,“ - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკიმ.