ბათუმში მიმდინარე 12-ე სართშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელთან, საჯად კარიმთან.
საუბარი დაეთმო ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის საკითხებზე, ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე.
მხარეები მიესალმნენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დაარსებას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის როლი საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაში.