უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართულ მიტინგზე 10 ათასი ადამიანია აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის შსს-ში აღნიშნავენ, რომ მიტინგზე ოპოზიციის დაახლოებით 4-6 ათასამდე და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტიის" 5 ათასამდე ადამიანია შეკრებილი.
ამასთან, უკრაინის შსს-ში ინფორმაციით, უმაღლეს რადას 500 მილიციელი იცავს. მთლიანად კი კიევში 2 300 მილიციელია შეყვანილი, აქედან 900 შსს-ს სამხედრო დანიშნულების რაზმის წარმომადგენელია.
ამასთან, კიევში მიტინგში მონაწილეობის მისაღებად უკრაინის რაიონებიდან 4255 ადამიანი ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის და უკრაინის პარლამენტმა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის 25 წლით ვადის გაგრძელების რატიფიცირება უკვე მოახდინა. ორივე ქვეყნის პარლამენტი აღნიშნულ დოკუმენტის რატიფიცირებას ერთობლივად მოახდენს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.