უკრაინის უმაღლესი რადის წინ მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მილიციამ მომიტინგეთა დაკავება დაიწყო მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავთა შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.
დემონსტრანტები ახლაც ცდილობენ მილიციის კორდონის გარღვევას, იმისათვის რათა რადის შენობას უფრო მიუახლოვდნენ. რადის შენობა სამართალდამცავების მიერ ალყაშემორტყმულია.
მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები სამართალდამცავებს პლასტმასის ბოთლებს ესვრიან. ჯერ ჯერობით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.