აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, ივლისის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
,,შეხვედრა, სავარადოდ ივლისის პირველ ნახევარში გაიმართება და ივლისის დასაწყისში დავაზუსტებთ ზუსტ თარიღს”, -განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებენ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაში, საგარეო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.