შეერთებულ შტატებში მსოფლიოს უხუცესი ქალბატონი გარდაიცვალა. 116 წლის ჯერალინ ტელი ერთი თვის წინ ფილტვების ანთებით საავადმყოფოში მოხვდა, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი ის დეტროიტში, საკუთარ სახლში გადაიყვანეს. დეტროიტელი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ ყველაზე მხცოვანი ადამიანის ტუტული 115 წლის სიუზან მუშატ ჯონსმა გადაიბარა.