იულია ტიმოშენკო უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს აღდგენ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ტიმოშენკო ასევე "ხალხის შესაკრებად" რეგიონებში წასვლას გეგმავს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, იულია ტიმოშენკომ დღევანდელ დღეს უკრაინის ისტორიის "შავი დღე" უწოდა. ტიმოშენკომ ასევე განაცხადა, რომ "უკრაინის ხელისუფლების სათავეში დღეს მოსული ბანდა" გააგრძელებს უკრაინის "ჩაბარებას" და ამიტომაც იგი ხვალიდან უკრაინის რეგიონებში გამგზავრებას გეგმავს "ხალხის მოსაგროვებლად და მათი წინააღმდეგობის გასაძლიერებლად".
ტიმოშენკო ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია ახალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევა იმისათვის, რათა დენონსირებული იქნეს ყველა შეთანხმება, რომელიც უკრაინის ახლანდელმა ხელისუფლებამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ბაზირების ვადის გაგრძელებისათვის გააფორმა.
მასალის გამოყენების პირობები