იმ შემთხვევაში, თუ დონბასელი სეპარატისტები შეტევაზე გადავლენ, შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „დონეცკთან და მარიუპოლში უკრაინულ პოზიციებზე თავდასხმები გრძელდება. ამბოხებულები მძიმე ტექნიკას იყენებენ, რაც მათ მინსკის შეთანხმებით, კატეგორიულად ეკრძალებათ. მათ აგრესიულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება,“-აღნიშნა კირბიმ.