უკრაინის დედაქალაქ კიევში, უმაღლესი რადას წინ, ქვეყნის პრეზიდენტ ვიკტორ იანუკოვიჩის მომხრეებმა ტრანსპარანტები გამოფინეს წარწერით - "რუსეთი ჩვენი მეგობარია." დღეს, უკრაინის რადას წინ იულია ტიმოშენკოს მომხრეების მიტინგიც უნდა გაიმართოს, თუმცა მათ იანუკოვიჩის მომხრეებმა დაასწრეს.
უკრაინის ყოფილი პრემიერი, ტიმოშენკო პარლამენტს მოუწოდებს არ მოახდინოს შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით შეთანხმების რატიფიცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება, რომელიც დღეს უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის ყირიმში ყოფნის ვადის 25 წლით გახანგრძლივებას რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი უკვე მოაწერეს.