მიმდინარეობს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის რამდენიმე ალტერნარტიულ ვარიანტზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებიო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
”წყნეთი ბეთანიის მიმართულებაზე ექსპერტები ატარებენ გეოლოგიურ კვლევებს. წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი გზის აღდგენითი სამუშაოების წარმოება ამ ეტაპისთვის სახიფათოა. შესაბამისად, მიმდინარეობს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.