სახელმწიფო კომისიის მუშაობაში ჩასართავად სპეციალისტებისა და ექსპერტებისთვის კარი ღიაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა 19 ივნისს გაიმართება..
”სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. მოსახლეობა დეტალურად მოისმენს თუ რას გეგმავს საქართველოს მთავრობა, რა ღონისძიებებს განვახროციელებთ და რაზე იმუშავებს სახელმწიფო კომისია. ძალიან საინტერესო ჯგუფია პირველ ეტაპზე შექმნილი. ჩვენ გვაქვს სწორი მიმართულება. სპეციალისტებისთა და ექსპერტებისთვის კარი ღიაა და მათ ჩართულობას აუცილებლად უზრუნვეყოფთ”, - განაცხადა პრემიერმა.