უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს, 2015 წლის 18 ივნისს გამოცემული სპეციალური ბრძანებულებით, საქართველოსა და ლიტვაში უკრაინის ელჩები დაითხოვა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჯერ კიდევ 10 ივნისს აცხადებდა, რომ პოროშენკო ელჩების შეცვლას 13 ქვეყანაში აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვასილი ციბენკო 2009 წლის 10 ივნისს დაინიშნა.