ძლიერმა წვიმებმა თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე არსებულ ხიდს ერთი საყრდენი გამოაცალა.
რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, თუ წყლის დონემ არ დაიკლო, შესაძლოა მას ხიდის ჩანგრევა მოჰყვეს.
მისივე განმარტებით, ადგილზე სპეციალური ტექნიკით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
"მთელი ღამის განმავლობაში მთაში ძლიერად წვიმდა, რამაც თოვლის დნობა და შესაბამისად, მდინარეების ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე იწობამ თელავი-ყვარლის ავტომაგისტრალზე არსებულ ხიდს ერთი საყრდენი გამოაცალა. თუ მდინარე არ დაწყნარდა, შესაძლოა ხიდი ჩაინგრას", - აცხადებს ღვინიაშვილი.