გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის დატბორვის საფრხე მოიხსნა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთი პრეზიდენტის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.
"ერთ მეტრიანი წყალსაქაჩი საპროექტო მილი ამუშავების შემდეგ ჭერმის წყალსაცავის დაცლის საშუალება მოგვეცა. ამ დროისთვის სოფელ ველისციხის დატბორვის საფრთე მთლიანად მოხსნილია", - განაცხადა სიბაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ძლიერი წვიმებისა წყალსაცავში წყლის დონე აღარ მოიმატებს, შესაბამისად ველისციხიდან მოსახლები გაყვანის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგება.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ჭერმისთავში წყალსაცავის დონემ საშიშ ზღვარს გადაჭარბა, რის შემდეგაც სოფელ ველისციხის მოსახლეობას დატბორვის საფრხე შეექმნათ. სპეცდანიშნულების რაზმებმა სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია 22 აპრილს მოახდინეს