მოსკოვის ყოფილი მერი წიწიბურას საკუთარი ბრენდით გამოუშვებს. ამის შესახებ იური ლუჟკოვმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს შესაძლოა „ლუჟკოვკა,“ „მედოვიე ლუჟკი“ ან „ლუჟკოვსკაია“ დაერქვას. სოფლის მეურნეობით ლუჟკოვი მას შემდეგ დაკავდა, რაც მერის პოსტი დაატოვებინეს.